ექსპერტებმა ე.წ.ანტიმონოპოლიურ კანონპროექტს "პაროდია" უწოდეს
ექსპერტებმა ე.წ.ანტიმონოპოლიურ კანონპროექტს "პაროდია" უწოდეს
17:55 03.04.2012
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ე.წ. ანტიმონოპოლიური სამსახურის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრმა ლინა ღვინიანიძემ დღეს პარლამენტში შეხვედრაზე განაცხადა, რომ "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის" კანონპროექტის არსებული რედაქციით ეჭვქვეშ დგება კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობა. მისი თქმით, სააგენტოს თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს.
საია-ს წარმომადგენელმა ხაზი გასუვა, რომ პარლამენტმა მათი ორგანიზაციის არც ერთი შენიშვნა არ გაიზიარა.
ექსპერტების დიდმა ნაწილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ პროექტს ქვეყანაში არსებულ მონოპოლიურ სისტემაში არაფრის შეცვლა არ შეუძლია.
ექსპერტებმა პროექტს "პაროდია" და არაადეკვატური უწოდეს.
"თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონპროექტზე პარლამენტში ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ინიციატივით გაიმართა.

ბეჭდვა