ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა რეფორმებზე ისაუბრა
ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა რეფორმებზე ისაუბრა
17:40 03.04.2012
ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი სხდომის დახურულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში  გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობასა და საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე გამახვილდა.
მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს წევრი 28 ქვეყნის წარმომადგენლის წინაშე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2012 წლის არჩევნებში ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი მიიღებს მონაწილეობას.
ქართული მხრიდან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას ასევე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში გეგა მგალობლიშვილი დაესწრნენ.
ნატო-ს მხრიდან კი, სხდომაში მონაწილეობა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდერ ვერშბოუმ, ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ და ნატო-ს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დირკ ბრენგელმანმა მიიღეს.
ნატო-ს გენერალურ შტაბბინაში ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი სხდომა ჩატარდა. სხდომამდე რასმუსენი და სააკაშვილი შეხვდნენ, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

ბეჭდვა