საქართველოში ინდოეთის ელჩმა საქმიანობა დაასრულა
საქართველოში ინდოეთის ელჩმა საქმიანობა დაასრულა
17:09 03.04.2012
საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აჩალ კუმარ მალჰოტრა (რეზიდენციით ერევანში) საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილეს დავით ჯალაღანიას გამოსამშვიდობებლად ეწვია.
აჩალ კუმარ მალჰოტრამ საქართველოში დიპლომატიური საქმიანობა დაასრულა.
ჯალაღონიამ ინდოეთის ელჩს დიპლომატიური მისიის განმავლობაში საქართველო-ინდოეთის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, ინდოელმა დიპლომატმა იმ დახმარებისა და თანამშრომლობისთვის, რომელიც მას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური საქმიანობის პერიოდში გაუწია მადლიერება გამოხატა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

ბეჭდვა