არასამთავრობოები ე.წ. ანტიმონოპოლიური პროექტის ერთ-ერთ მუხლს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ
არასამთავრობოები ე.წ. ანტიმონოპოლიური პროექტის ერთ-ერთ მუხლს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ
16:58 03.04.2012
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" შეფასებით, ე.წ. ანტიმონოპოლიური პროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.  ამის შესახებ დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ამ ორგანიზაციის წევრმა ნათია კუტიბაძემ განაცხადა.
"თავისფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონპროექტის 23–ე მუხლი შესაბამის სააგენტოში საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, მომჩივნის ან განმცხადებლის მიერ სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდას ითვალისწინებს, რომლის ოდენობა მთავრობის დადგენილებით მტკიცდება.
კუტიბაძის განმარტებით, აღნიშნული დებულება საქართველოს კონსტიტუციის 94–ე მუხლს ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც, მხოლოდ კანონი უნდა ადგენდეს გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების წესსა და სტრუქტურას.
დღეს პარლამენტში ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობდნენ.



ბეჭდვა