მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი მოსახლეობის 70% ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი მოსახლეობის 70% ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს
14:21 03.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ ალიანსთან  საქართველოს დაახლოების პერსპექტივებზე ისაუბრა.
"ამ პროცესების მამოძრავებელი ძალა ჩვენი ნატო-სკენ მისწრაფებაა. როდესაც რეფორმებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოსახლეობის 70% ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ეს ცალსახად დიდი მოტივია დემოკრატიული რეფორმებისა და ცვლილებებისთვის. ნატო-ს ნებისმიერი წარუმატებლობა საქართველოსთვის რამდენჯერმე უფრო დიდი წარუმატებლობის საფუძველი იქნება"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის სწორად დამთავრებისა და ომის შემდგომი ავღანეთის აღმშენებლობის საკითხებზეც იმუშავებს.
ნატო-ს გენერალურ შტაბბინაში ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. სხდომამდე რასმუსენი და სააკაშვილი შეხვდნენ, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

ბეჭდვა