საქართველოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართება
საქართველოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართება
14:18 03.04.2012
საქართველოს პარლამენტში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის  ოცდამეცხრამეტე სხდომა 4-5 აპრილს გაიმართება.
ღონისძიების მონაწილეებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სერჰი პოდჰორნი და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი მიმართავენ.
შეხვედრის მონაწილეები შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ოც წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას მიიღებენ.



ბეჭდვა