"სახალხო კრების" სათავო ოფისმა ახალ მისამართზე განაახლა ფუნქციონირება.
როგორც კრებაში განმარტავენ, ახალი სათაო ოფისი კავსაძის ქუჩა N7-ში მდებარეობს,
რომელშიც მოქალაქეთათვის უფლებადამცველები და იურისტები იმუშავებენ. ისინი მოქალაქეებს სამართლებრივ კონსულტაციას გაუწევენ.
"მთავარი ოფისის ირგვლივ ჩატარებულმა ძიებამ ვერანაირი მტკიცებულება ვერ ამოიღო იმ აბსურდული ბრალდებებისა და ცილისწამებების დასადასტურებლად, რომელთაც "სახალხო კრების" და მისი მომხრეების წინააღმდეგ ხელისუფლება კრების დაარსების დღიდანვე საუბრობდა"- ნათქვამია "სახალხო კრების" განცხადებაში.
"სახალხო კრების" მთავარი ოფისი 2011 წლის 26 მაისის ღამეს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაილუქა. ოფისი 7 თვის მანძილზე იყო დალუქული.
