საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება - აღნიშნული განცხადება საქართველოს
პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ნატო-ს გენერალულმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა.
რასმუსენის თქმით, საქართველო მოკავშირეებთან თანამშრომლობის, ურთიერთკავშირის მოდელი გახდა და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და საქართველო თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
,,თქვენ დიდ პროგრესს მიაღწიეთ და მჯერა, რომ საპარლამენტო არჩევნებთან მიახლოვებასთან ერთად ასევე გააგრძელებთ რეფორმებს. ეს არჩევნები მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და იმის, თუ რამდენად სუვერენულები ხართ" - განაცხადა ნატო-ს გენმდივანმა.
ბრიუსელში უკვე დაიწყო ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი სხდომა.
