საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მუშაობას, რათა მალაიზიაში დაკავებულმა ქართველებმა სასჯელი საქართველოში მოიხადონ.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ რთული სამუშაოები გასწია იმისთვის, რომ დაკავებულები სიკვდილით არ დაესაჯათ.
"გუშინ მთავარი პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის ხელმძღვანელობით კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი გაემგზავრა მალაიზიაში, რათა ბაბუცა გორდაძისთვისაც სასჯელი შეემსუბუქებინათ. რამდენიმე საათის წინ მალაიზიური სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას პატიმრობა მიესაჯა" - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მუშაობას და მალაიზიური კანონმდებლობის შესაბამისად ყველაფერს გაათებს, რათა მათი გადმოყვანა საქართველოში მოხდეს.
ნარკოტრეფიკის ბრალდებით მალაზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი სიკვდილით დასჯას გადაურჩნენ, როგორც ამას მალაიზიის კანონმდებლობა ითვალისწინებს.
