"ქრისტიან-დემოკრატები" საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმებას მოითხოვენ
"ქრისტიან-დემოკრატები" საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმებას მოითხოვენ
12:47 03.04.2012
თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატი" წევრი ზაზა გაბუნია სკოლამდელ დაწესებულებებში გადასახადის გაუქმებას მოითხოვს.
როგორც გაბუნიამ დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადახდის სისტემის ხარვეზი გამოკვეთა, რაც მოქალაქეთა გაჭირვებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
"სხვადასხვა ბაღი სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობს მშობელს. შესაბამისად, ფასებიც 30-დან 80 ლარამდე მერყეობს. გამოვდივართ ინიციატივით, სკოლამდელი აღზრდა, ისევე როგორც სკოლის პერიოდი, სახელმწიფომ სრულად დააფინანსოს" - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბაღებს დააფინანსებს, უცხო ენის და სხვა სახის დამატებითი გაკვეთილების ღირებულებას მშობლები თავად აანაზღაურებენ.

ბეჭდვა