მაია ფანჯიკიძე - თუ ვინმე ფლობს ინფორმაციას ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის თაობაზე შესაბამის უწყებებს აცნობონ
მაია ფანჯიკიძე - თუ ვინმე ფლობს ინფორმაციას ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის თაობაზე შესაბამის უწყებებს აცნობონ
11:30 03.04.2012
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით თუ რომელიმე პირს რაიმე ინფორმაცია აქვს, მან იგი შესაბამის უწყებებს  უნდა მიაწოდოს. აღნიშნულის თაობაზე პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ "ნიუსპრესთან" საუბარში განაცხადა.
ფანჯიკიძის თქმით, "ქართულ ოცნებას" ამის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
ინფორმაცია ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის თაობაზე ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ გაავრცელა. მისი თქმით, ივანიშვილის სიცოცხლეს ხელისუფლების მხრიდან საფრთხე ემუქრება და თავდასხმა შესაძლოა, რეგიონებში ბიზნესმენის ვიზიტის დროს მოხდეს.

ბეჭდვა