ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერკი ტუომიოია რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, დღეს პარლამენტს ეწვევა.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტის ვიცე–სპიკერი ფრიდონ თოდუა შეხვდება.
მხარეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე ისაუბრებენ.
ერკი ტუომიოია დღეს შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რეინტეგრაციის მინისტრთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან.
