აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება
10:34 03.04.2012
დე-ფაქტო აფხაზეთის ახლადარჩეულ ე.წ პარლამენტში პირველი სხდომა დღეს ჩატარდება.
"აფსნიპრესის" ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებულებას აფხაზეთის დე-ფაქტო  პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ხელი უკვე მოაწერა.

პირველ სხდომაზე სეპარატისტთა ე.წ. პარლამენტი, რომელიც 35 მანდატიანია, თავმჯდომარეს აირჩევს.

არჩევნების პირველ ტურში 10 მარტს, 13 დეპუტატი აირჩიეს, 25 მარტს ჩატარებულ მეორე ტურში - 20 დეპუტატი.

ბეჭდვა