საქართველოში დღეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერკი ტუომიოიასი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ქართველ კოლეგას შეხვდება.
ასევე, დაგეგმილია მისი შეხვედრები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და დეპუტატებთან.
ერკი ტუომიოიასი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან და ოპოზიციურ პარტიებთანაც გეგმავს შეხვედრას.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოსა და ფინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს ემთხვევა.
