"ამომრჩეველთა ლიგას" კოკა გუნცაძე უხელმძღვანელებს
"ამომრჩეველთა ლიგას" კოკა გუნცაძე უხელმძღვანელებს
20:12 02.04.2012
საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგის" მთავარი მიზანი ქვეყანაში თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა.  ამის შესახებ "ამომრჩეველთა ლიგის" წარმომადგენლებმა დღეს ლიგის პრეზენტაციაზე განაცხადეს.

"ამომრჩეველთა ლიგას" კოკა გუნცაძე უხელმძღვანელებს, აღმასრულებელი დირექტორი კი -იურისტი ლევან ჩიკვაიძეა.

ორგანიზაცია აქტიური სამოქალაქო მოძრაობის დაწყებას გეგმავს. ლიგის აღნიშნულ იდეას საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა - ლევან გაჩეჩილაძემ, ზაზა პაპუაშვილმა, ბიძინა გეგიძემ, შოთა გლურჯიძემ, გია ყარყარაშვილმა, გია გაჩეჩილაძემ და სხვებმა დაუჭირეს მხარი.

ლიგის პრეზენტაცია დღეს დუმბაძის სახელობის ბავშვთა თეატრში გაიმართა.




ბეჭდვა