ნინო ბურჯანაძე ევროსაბჭოს ელჩს შეხვდა
ნინო ბურჯანაძე ევროსაბჭოს ელჩს შეხვდა
19:28 02.04.2012
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე   საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებთან შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც "ნიუსპრესს" "დემოკრატიული მოძრაობიდან" აცნობეს, დღეს ნინო ბურჯანაძე ევროსაბჭოს ელჩს შეხვდა.
მათი ცნობით, ელჩებთან შეხვედრების მიზანი, ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პარტიის ხედვის გაცნობაა. ასევე, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება "დემოკრატიული მოძრაობის" და ოპოზიციის მიმართ განხორციელებული ზეწოლების თაობაზე.
შეხვედრებზე ასევე, საუბარია "დემოკრატიული მოძრაობის" სამომავლო გეგმებსა და ქვეყანაში შექმნილი საარჩევნო გარემოს კრიტიკულ მდგომარეობაზე.
"ელჩები ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ, რომ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით "დემოკრატიული მოძრაობის" მიერ წარდგენილი ყველა წინადადება და ინიციატივა იბლოკება არა მხოლოდ მათთან არამედ საზღვარგარეთაც" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
გასულ კვირას შეხვედრები შედგა ევროკავშირის, გერმანიისა და ჰოლანდიის ელჩებთან. ბურჯანაძე იტალიის, ლიტვის, ლატვიის, საბერძნეთის, ესტონეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის და ჩეხეთის სახელმწიფოების ელჩებსაც შეხვდება.

ბეჭდვა