გია ყარყარაშვილი "ამომრჩეველთა ლიგას" უერთდება
გია ყარყარაშვილი "ამომრჩეველთა ლიგას" უერთდება
19:20 02.04.2012

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციონერი გია ყარყარაშვილი საზოგადოებრივ მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგას" უერთდება.



ყარყარაშვილი დუმბაძის სახელობის საბავშვო თეატრში გამართულ პრეზენტაციას დაესწრო და განაცხადა, რომ ორგანიზაციას უერთდება, რათა ხალხს თავისი სათქმელი მიაწვდინოს და საბოლოო გამარჯვებამდე მათთან ერთად მივიდეს.

"თუ საჭირო გახდება, ფეხზეც ავდგები. უსამართლობით სამართლიანობას, უიმედობით იმედს, უნამუსობით ნამუსიან ქვეყანას ვერ შექმნი" - განაცხადა გია ყარყარაშვილმა პრეზენტაციაზე.

"ამომრჩეველთა ლიგის" პრეზენტაცია დღეს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში გაიმართა. მასში ყარყარაშვილი, ლევან და გია გაჩეჩილაძეები და გოგა ხაინდრავა გაერთიანდებიან. ლიგის დამფუძნებლები კი - მსახიობი ნანა შონია, ყოფილი დეპუტატი კოკა გუნცაძე და იურისტი ლევან ჩიკვაიძე არიან.




ბეჭდვა