უცნობი - მოქალაქეების გულში შიშმა არ უნდა დაისადგუროს
უცნობი - მოქალაქეების გულში შიშმა არ უნდა დაისადგუროს
19:10 02.04.2012
საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგის" პრეზენტაციაზე მომღერალმა  გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) განაცხადა, რომ ორი წლის განმავლობაში პოზიცია არ შეუცვლია.

უცნობმა ასევე "ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთი ლიდერის კახა მიქაიას დაკავების ფაქტზეც ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის პატიმრობაშია თავისუფალ ადამიანად რჩება. "თუმცა, არიან ადამიანები ვისაც, რაც უნდა დიდი ფული ჰქონდეს და რაც უნდა თავისუფლები იყვნენ, მაინც მონებად დარჩებიან" - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, შიშმა არ უნდა დაისადგუროს მოქალაქეების გულში და არჩევნები საჭიროებისამებრ უნდა ჩატარდეს. "ამის დროც მალე დადგება. ეს არის შემოდგომა, კონკრეტულად კი საპარლამენტო არჩევნები" - განაცხადა უცნობმა და აღნიშნა, რომ ის იდგება იქ, სადაც ხალხი დგას და ყოველთვის დაიცავს სიმართლეს.

ბეჭდვა