ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა.
შესაბამისი ბრძანებულება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე გამოსცა.
მანამდე კი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
