საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგის" პრეზენტაცია ამ წუთებში ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო თეატრში იწყება.
პრეზენტაციაზე უკვე მივიდნენ ლიგის დამფუძნებლები და მიწვეული სტუმრები.
როგორც პრეზენტაციაზე მისულმა კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, ლიგა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მიზნით ჩამოყალიბდა.
"მეც შესაბამისად ამ პროცესის გულშემატკივარი ვიქნები. "ქართული ოცნების" პოზიცია კარგად იცით. რაც შეეხება ლიგას, ეს არის დამოუკიდებელი, საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურისგან დაცლილია"- განაცხადა ბესელიამ.
ამომრჩეველთა ლიგაში ლევან გაჩეჩილაძე, გია გაჩეჩილაძე, გია ყარყარაშვილი და გოგა ხაინდრავა გაერთიანდებიან. ლიგის დამფუძნებლები კი - მსახიობი ნანა შონია, პოლიტიკოსი კოკა გუნცაძე და ლევან ჩიკვაიძე არიან.
