მიხეილ სააკაშვილი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
მიხეილ სააკაშვილი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
17:25 02.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება, რის შემდეგაც სააკაშვილი და ანდერს ფოგ რასმუსენი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ქართული მხრიდან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას ასევე დაესწრებიან საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში გეგა მგალობლიშვილი.

ნატო-ს მხრიდან სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ, ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი და ნატო-ს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დირკ ბრენგელმანი.

ბეჭდვა