მსოფლიო ქვეყნების პარლამენტართა მინიმალური ასაკი სხვადასხვაა
მსოფლიო ქვეყნების პარლამენტართა მინიმალური ასაკი სხვადასხვაა
15:00 02.04.2012
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებში ჩატარებული კვლევების თანახმად დეპუტატთა მინიმალური ასაკი სხვადასხვანაირია.

კერძოდ, ავსტრიაში, დანიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში პარლამენტის წევრად მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან ირჩევენ.

ესტონეთსა და ლატვიაში პირი დეპუტატი 21 წლიდან შეიძლება გახდეს, ლიტვასა და საბერძნეთში კი, 25 წლიდან.

ბელგიაში, ორივე პალატაში დეპუტატად 21 წლიდან ირჩევენ, ხოლო ჩეხეთში, ქვედა პალატაში 21 წლიდან, ზედა პალატაში – 40 წლიდან.

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში ასარჩევად კანდიდატი მინიმუმ 23 წლის უნდა იყოს. იტალიის პარლამენტში ასარჩევი სენატორის ასაკი 40 წელია.

საქართველოს პარლამენტში მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, სადეპუტატო ასაკი 25-დან 21 წლამდე მცირდება. ამ ცვლილების ინიციატორი 80 დეპუტატია.

ბეჭდვა