"მწვანეთა პარტია" საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმად, მშენებლობის დროს ტერიტორიის
რეალური სეისმურობის გათვალისწინება აღარ იქნება სავალდებულო.
ამის შესახებ "მწვანეთა პარტიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მშენებლობისთვის დადგენილი სეისმურობის სიდიდის კორექტირების შესაძლებლობა მიეცა.
ცვლილება "სამშენებლო ნორმებისა და წესების – სეისმომედეგი მშენებლობის დამტკიცების შესახებ" ბრძანებაში შევიდა.
პარტიის ინფორმაციით, ბრძანების საფუძველზე შესაძლებელი გახდა, კონკრეტული მშენენებლობისთვის უკვე დადგენილი სეისმურობის სიდიდის კორექტირება-შემცირება, რაც მოსახლეობას მიწისძვრის შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნის.
