ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის თარიღი კვლავ დაუზუსტებელია.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-სთან მოლაპარაკებები გრძელდება.
"როგორც კი - თარიღი დაზუსტდება ამის შესახებ დაუყოვნებლივ ცნობილი გახდება" - განაცხადა კალანდაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში ჯერ კიდევ მარტში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი თბილისს აპრილში ესტუმრება.
