ფანჯიკიძე - ქუთაისის მერიის ჩინოვნიკები "ქართული ოცნების" აქტივისტებს თავს დაესხნენ
ფანჯიკიძე - ქუთაისის მერიის ჩინოვნიკები "ქართული ოცნების" აქტივისტებს თავს დაესხნენ
12:33 02.04.2012
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ქუთაისის მერიის ჩინოვნიკები "ქართული ოცნების" აქტივისტებს თავს დაესხნენ და  შეურაცხჰყოფა მიაყენეს.
მისი განმარტებით, "ქართული ოცნების" აქტივისტები ამ დროს თეთრ ხიდთან კოალიციის ბუკლეტებსა და გაზეთებს არიგებდნენ, თავდამსხმელებმა მათ გაზეთები მდინარეში გადაუყარეს.
"ჩვენი აქტივისტი ბუბა ჩივაძე ყვება, რომ თავდამსხმელები ქუთაისის საქალაქო სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ვასილ ხარაბაძე, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი გიორგი ხარაზიშვილი და საგანებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ლევან სარალიძე და გიორგი მებურიშვილი იყვნენ" - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ახმეტაშიც მოხდა, როცა ახმეტის რაიონული ოფისის გახსნის მეორე დღესვე კოალიციის 20-მდე მხარდამჭერს პოლიციის სტრუქტურების თანამშრომლებმა მიაკითხეს და შანტაჟის გზით ცდილობდნენ ისინი კოალიციიდან ჩამოეშორებინათ.
"ეს ქმდებები არის ხელისუფლების მხრიდან შიშისა და ნერვიულობის გამოხატულება, რადგანაც ისინი კარგად ხედვენ, რომ "ქართული ოცნების" ოფისები მთელ საქართველოში იხსნება, ამიტომაც იმატა ჩვენს მომხრეებზე თავდასხმებმა" - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე ინფორმაციით, გასულ კვირაში კოალიციის 5 რაიონული ოფისი გაიხსნა, მიმდინარე კვირაში კი - რაიონული ორგანიზაციები წალენჯიხაში და სამტრედიაში დაიწყებს ფუნქციონირებას.

ბეჭდვა