საქართველოში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერკი ტუომიოიასი ოფიციალური ვიზიტით ხვალ ჩამოვა.
ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ნინო კალანდაძის ინფორმაციით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ქართველ კოლეგას შეხვდება. ასევე, დაგეგმილია მისი შეხვედრები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და დეპუტატებთან.
ერკი ტუომიოიასი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან და ოპოზიციურ პარტიებთანაც გეგმავს შეხვედრას.
"მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას 20 წლისთავს ემთხვევა" - აღნიშნა კალანდაძემ.
