პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრეზენტაცია აპრილში შედგება
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრეზენტაცია აპრილში შედგება
12:06 02.04.2012
პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრეზენტაცია მიმდინარე თვეში იგეგმება.  ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ბრიფინგზე დღეს განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის ჩამოყალიბების საკითხში მხოლოდ რამდენიმე ფორმალობაა მოსაგვარებელი.
რაც შეეხება პარტიულ სიებს, მასზე მუშაობა მიმდინარეობს.
ფანჯიკიძემ ხაზი გაუსვა, რომ "ქართული ოცნების" პარტიაში აუცილებლად იქნება რეჟისორი ქეთი დოლიძე.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" რიგები ნელ-ნელა ფართოვდება და მასში კიდევ ბევრი ცნობილი სახე გაერთიანდება.
ქეთი დოლძემ "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანების გადაწყვეტილება ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

ბეჭდვა