საქართველოში ვიზიტით მყოფი ბულგარეთის სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის ხელმძღვანელობით, დღეს ბათუმს ესტუმრება.
დელეგაციის წევრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს შეხვდებიან. სტუმრები დაათვალიერებენ ბათუმის ღირსშესანიშნაობებს, დაგეგმილია თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ვიზიტი.
როგორც ცნობილია, ბორისოვი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღეს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველომ და ბულგარეთმა რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი, მათ შორის, საქართველოსა და ბულგარეთის მთავრობებს შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება.
დელეგაცია დღესვე სომხეთში გაემგზავრება.
ბულგარეთის დელეგაცია სამხრეთ კავკასიაში საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მოწვევით ჩამოვიდა.
