ლევან და გია გაჩეჩილაძეეები "ამომრჩეველთა ლიგა"-ში ერთიანდებიან
ლევან და გია გაჩეჩილაძეეები "ამომრჩეველთა ლიგა"-ში ერთიანდებიან
10:19 02.04.2012
საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგის" პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
ამომრჩეველთა ლიგაში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გაერთიანდებიან - ლევან  გაჩეჩილაძე, გია გაჩეჩილაძე, გია ყარყარაშვილი და გოგა ხაინდრავა.
"ამომრჩეველთა ლიგის" დამფუძნებლები მსახიობი ნანა შონია, პოლიტიკოსი კოკა გუნცაძე და ლევან ჩიკვაიძე არიან.
პრეზენტაცია დღეს 18.00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო თეატრში გაიმართება.
პრეზენტაციაზე გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ახალი კლიპის ჩვენება შედგება.

ბეჭდვა