საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის პირისპირ შეხვედრა დაიწყო.
დღეს ქართული და ბულგარული მხარეები ხელს მოაწერენ რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოს და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, ბულგარეთის დელეგაცია გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
დღესვე დაგეგმილია ბულგარეთის დელეგაციის წევრების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და კათალიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.
