აფხაზეთის ე.წ. ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 3 აპრილს გაიმართება
აფხაზეთის ე.წ. ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 3 აპრილს გაიმართება
14:05 01.04.2012
პირველი სხდომა დე-ფაქტო აფხაზეთის ახლად არჩეულ ე.წ პარლამენტში 3 აპრილს ჩატარდება.

"აფსნიპრესის" ინფორმაციით, შესაბამის ე.წ. ბრძანებულებას აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ხელი უკვე მოაწერა.
პირველ სხდომაზე სეპარატისტული ე.წ. პარლამენტი, რომელიც 35 ადგილია, ე.წ. სპიკერს აირჩევს.
ე.წ. არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 10 მარტს გაიმართა, 13 დეპუტატი აირჩიეს. 25 მარტს ჩატარებულ მეორე ტურში კი - 20 დეპუტატი იქნა არჩეული.

ბეჭდვა