რიჩარდ ნორლანდი საქართველოში აშშ-ს ელჩად უკვე დამტკიცებულია
რიჩარდ ნორლანდი საქართველოში აშშ-ს ელჩად უკვე დამტკიცებულია
13:13 01.04.2012
აშშ-ის სენატმა რიჩარდ ნორლანდი საქართველოში აშშ-ს ახალ ელჩად დამტკიცა.
იგი აღნიშულ თანამდებობაზე ჯონ ბასს შეცვლის, რომელიც საქართველოში აშშ-ს ელჩის პოსტს  2009 წლის ბოლოდან იკავებს.

გარდა ნორლანდისა, ახალი ელჩები ამერიკას კიდევ 14 ქვეყანაში ეყოლება.

რიჩარდ ნორლანდი 2007-2010 წლებში უზბეკეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო. უზბეკეთში ელჩობამდე ნორლანდი ორი წლის განმავლობაში, აშშ-ს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ ავღანეთში მსახურობდა. ის სხვადასხვა დროს დიპლომატიური მისიით რიგაში, დუბლინსა და მოსკოვში საქმიანობდა.




ბეჭდვა