რეჟისორი ქეთი დოლიძე "ქართულ ოცნებას" უერთდება
რეჟისორი ქეთი დოლიძე "ქართულ ოცნებას" უერთდება
11:44 01.04.2012
რეჟისორი ქეთი დოლიძე ბიძინა ივანიშვილის მომავალი პარტიის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი ხდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მან ბიძინა  ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

ქეთი დოლიძის განმარტებით, პოლიტიკური პარტიაში ის არასოდეს გაწევრიანებულა, თუმცა, ახლა მსგავსი ნაბიჯის გადადგმას აუცილებლობად მიიჩნევს.

რეჟისორის განმარტებით, ივანიშვლთან შეხვედრაზე პოლიტიკური საკითხების გარდა, საქართველოს ისტორიაზე და კულტურაზე ისაუბრეს.

"ვისაუბრეთ იმაზეც, რაც გვტკივა, რაც აუცილებლად გასაკეთებელია. მე ყველანაირად ვეცდები, რომ ერთად გავიმარჯვოთ" - განაცხადა დოლიძემ.

ბიძინა ივანიშვილის პარტიის პრეზენტაციას მიმდინარე თვეში იგეგმება.


ბეჭდვა