თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში დევნილთა ფართომასშტაბიანი შეკრება იგეგმება
თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში დევნილთა ფართომასშტაბიანი შეკრება იგეგმება
11:29 01.04.2012
მიმდინარე წლის 28 აპრილს თბილისში, რუსთავსა და ზუგდიდის სოფელი რუხის ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზეთიდან დევნილთა ფართომასშტაბიანი შეკრება იგეგმება.  ამის შესახებ "ნიუსპრესს" პოლიტიკური პარტიდან ,,განახლებული საქართველოსთვის" აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეკრებაზე აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მუშაობას შეაფასებენ.

ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უცხოეთში მომუშვე აფხაზეთიდან დევნილ ბიზნესმენთა მიერ იძულებით გადაადგილებულთა საერთაშორისო ფონდის დაარსებაა. ფონდის ძირითადი დანიშნულება დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვა და ამ მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელება იქნება.

პარტიის ცნობით, შეკრებას 120 000-ზე მეტი დევნილი დაესწრება. მის ორგანიზებამდე პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" წევრები ფართო საინფორმაციო-სარეკლამო კამპანიისა და სხვადასხვა აქციების ჩატარებას გეგმავენ.

აღნიშნულთან დაკავშირბით პარტიის ოფისში 3 აპრილს პრესკონფერენცია იგეგმება.

ბეჭდვა