სულთან აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან მეჩეთის მშენებლობის საკითხის საჯაროობა მოითხოვეს.
დღევანდელ აქციას ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად, საპარლამენტო უმცირესობისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
აქციაზე ქრისტიან მრევლს მუსულმანი მორწმუნეებიც შეუერთდნენ. მათი განცხადებით, საკულტო ძეგლის მშენებლობა საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი სახსრებით უნდა მოხდეს.
აქციაზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ისინი ორი კვირის შემდეგ, ისევ შეიკრიბებიან.
აზიზიეს მეჩეთის აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყების სურვილი გენერალ მაზნიაშვილის ჯარისკაცების საფლავთან 4 მარტს გადაწყდა.
