პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული თინა ხიდაშელით დამთავრებული, მათ გუნდს ღირებულებები აქვთ აღრეული.
„ნიუსპრესთან“ საუბარში დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთი მხრივ, პროდასავლურ კურსზე საუბრობენ და მეორე მხრივ, დასავლეთში ძალიან ავტორიტეტულ ორგანიზაციებს უნდობლობას უცხადებენ. რაც შეეხება სოციოლოგიური კვლევის რეიტინგს, დარჩიაშვილის აზრით, ისინი ადეკვატურად ასახავენ დღეს არსებულ განწყობას.
„ქართული ოცნებამ“ აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს ღია წერილით მიმართა, რომელშიც "ქართული ოცნება" ამერიკელ დიპლომატს მიმართავს საპარლამენტო არჩევნებამდე NDI-მ და IRI-მ სოციოლოგიური კვლევების ჩატარება შეწყვიტონ.
