„ქართული ოცნება“ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ ითანამშრომლებს
„ქართული ოცნება“ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ ითანამშრომლებს
13:58 31.03.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარეს გია ჟორჟოლიანს შეხვდა.
ბიძინა ივანიშვილის სოციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივანიშვილმა და ჟორჟოლიანმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კოალიციისა და „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმის მიუხედავად, წინასაარჩევნო თანამშრომლობისთვის შეხვედრაზე პრინციპული პოზიციები შეჯერდა, გამოიკვეთა თანამშრომლობის ფორმატი მაჟორიტარებთან მიმართებით. კერძოდ, თუ „სოციალ-დემოკრატებს“ რომელიმე საარჩევნო ოლქში ძლიერი მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლებათ, კოალიცია არჩევნებში მას დაუჭერს მხარს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ ურთიერთგაგების შემთხვევაში, წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა პარტიასთან არაკოალიციური ფორმატით თანამშრომლობა შესაძლებელიც არის და სასარგებლოც.

ბეჭდვა