დეპუტატები მომავალ კვირას სახალხო დამცველს მოუსმენენ
დეპუტატები მომავალ კვირას სახალხო დამცველს მოუსმენენ
13:34 31.03.2012
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მომავალი კვირიდან სახალხო დამცველის 650 გვერდიანი ანგარიშის განხილვას დაიწყებს.

ანგარიშის განხილვა პარლამენტის კომიტეტებიდან დაიწყება.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თორდიას განცხადებით, ომბუდსმენი გიორგი ტუღუში 2011 წლის ანგარიშსს ჯერ საკომიტეტო სხდომების ფორმატში, შემდეგ კი სესიაზე დეპუტატებს გააცნობს.

სახალხო დამცველის წლიური ანგარიში პარლამენტში 28 მარტს შევიდა.

ანგარიშში დაახლოებით 300 გვერდი დაეთმო პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებას. საუბარია ასევე ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ომბუდსმენი აქციების გაშუქების დროს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზეც აკეთებს აქცენტს. ანგარიშში ასევე მოხვდა 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის დროს დაფიქსირებული დარღვევები.

ანგარიშში სახალხო დამცველი რამდენიმე უწყებას კონკრეტული რეკომენდაციებითაც მიმართავს.

ბეჭდვა