ახმეტაში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ რაიონული ოფისი გაიხსნა.
„ქართული ოცნების“ ახმეტის ოფისს ზაქარია ქინქლაძე უხელმძღვანელებს.
„როგორც კი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით რეალური პოლიტიკური ალტერნატივა გაჩნდა, ხუხულასავით ინგრევა ის საგარეო იმიჯი, რაც სააკაშვილს მრავალი ათეული მილიონის ფასად ჰქონდა შექმნილი. აშშ-ს სენატში, კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში სულ უფრო ღიად საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს არჩევნებს არ გააყალბებინებენ“- განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.
ოფისის გახსნის ღონისძიებაზე კოალიციის წევრებმა ელისო ჩაფიძემ, დავით ბერძენიშვილმა და ირაკლი სესიაშვილმა მხარდამჭერებს პოლიტიკური კოალიციის სამოქმედო გეგმები გააცნეს.
