პოლიტიკური მოძრაობა „თეთრები“ საქართველოსთვის მნიშვნელოვან თარიღს 31 მარტს - პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს და რეფერენდუმის ჩატარების დღეს განცხადებით ეხმიანება.
„ზვიად გამსახურდია და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლება იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურებოდე ქვეყნის ინტერესებს და არ იმართებოდე გარედან“- ნათქვამია მოძრაობის ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებაში.
მისი თქმით, „თეთრები“ მტკიცედ დგას პოზიციაზე - საქართველო გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე.
„ვამაყობ, რომ ვიყავი პირველი დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის წევრი, რომ ვიყავი მათ შორის, ვინც ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს“- აღნიშნავს შაშიაშვილი.
