საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 73 წლისთავისა და რეფერენდუმის 21 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიხსნება.
კონფერენციის ორგანიზატორია პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“.
„1991 წლის 31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმი ჩატარდა. ეს საკითხი დღესაც აქტუალურია, რადგან საქართველო დამოუკიდებელი არ არის. ზვიად გამსახურდია იმას შეეწირა, რომ მან ვაშინგტონსა და მოსკოვს უარი უთხრა - საქართველო გარედან ყოფილიყო მართული, ისე როგორც დღეს არის“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ კახა კუკავამ.
მისივე შეფასებით, ზვიად გამსახურდიას პრინციპები ქართულ პოლიტიკაში რეალიზებული უნდა იყოს, რადგან საქართველოს რეალური დამოუკიდებლობა დღესაც მნიშვნელოვანია.
კონფერენციის მონაწილეები ზვიად გამსახურდიას ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე ისაუბრებენ.
