დღეს 21 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით, ხმათა დიდი უმრავლესობით, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს დაუჭირა მხარი.
31 მარტის რეფერენდუმის შედეგები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა.
„საპარლამენტო არჩევნების გზით უნდა უზრუნველვყოთ ხალხის ნების გამარჯვება და რეალურად დავიწყოთ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს გარდაქმნა წარმატებულ დემოკრატიად“ - ნათქვამია პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
დღესვე რეფერენდუმის დღესთან ერთად საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეც აღინიშნება.
როგორც „ქართული ოცნების“ განცხადებაშია ნათქვამი, რეფერენდუმის გზით საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რომლის სულისჩამდგმელი ზვიად გამსახურდია გახდა, გარდამტეხი მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
