ახვლედიანი კანონში 500 ათას ლარიანი ზღვარის გაუქმებას ითხოვს
ახვლედიანი კანონში 500 ათას ლარიანი ზღვარის გაუქმებას ითხოვს
18:44 30.03.2012
საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკარტების” თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით 500 ათას ლარიანი ზღვარის გაუქმებას ითხოვს.

ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ კანონიდან შემოწირულობის ზედა ზღვართან დაკავშირებული ჩანაწერი უნდა ამოიღონ.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის თანახმად, თუ შემომწირველი ფიზიკური პირები შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ ერთი წყაროდან იღებენ, მაშინ მათ მიერ ერთი საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ წლის განმავლობაში განხორციელებულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა 500 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების’’ შესახებ კანონში ცველილებები პირველი მოსმენით პარლამენტმა დღეს მიიღო.

ბეჭდვა