„მწვანეთა პარტიის“ პოლიტიკური მდივანი პრესკონფერენციას გამართავს
„მწვანეთა პარტიის“ პოლიტიკური მდივანი პრესკონფერენციას გამართავს
18:39 30.03.2012
„მწვანეთა პარტიის“ პოლიტიკური მდივანი ამირან ქაშაკაშვილი ხვალ პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ „მწვანეთა პარტიიდან“ აცნობეს, პრესკონფერენციის მთავარი თემა ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში მიღებული კანონებით გაცხადებული ანტიეკოლოგიური პოლიტიკა და მწვანეთა პარტიის მიერ შემუშავებული ქვეყნის უსაფრთხო განვითარების საპირისპირო კონცეფცია – „საქართველო - ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ქვეყანა“ იქნება.
პარტიის ინფორმაციით, ხელისუფლების მხრიდან ბოლო პერიოდში მიღებული კანონები, საქართველოს ბუნებას ეკოციდის, ხოლო მოსახლეობას გენოციდის საფრთხის წინაშე აყენებს.
„ამასთან დაკავშირებით, მწვანეთა პარტია კიდევ ერთხელ გამოხატავს აღშფოთებას და საქართველოს საზოგადოებას სთავაზობს დიამეტრულად განსხვავებულ, ქვეყნის განვითარების უსაფრთხო ახალ გზას – „საქართველო - ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ქვეყანა!“- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბეჭდვა