ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან ხურციძე ჯერჯერობით არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებს.
"ნიუსპრესთან" საუბარში ხურციძემ განაცხადა, რომ მას ჯერ არანაირი გადაწვეტილება არ მიუღია.
"ამჯერად საქართველოში არ ვარ, თურქეთში ვიმყოფები. მომდევნო კვირის ბოლოს თბილისში დავბრუნდები და ჩემს გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებს შემდეგ გაგაცნობთ ", - განაცხადა მან.
ბეჟან ხურციძის საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხვის შესახებ ოფიციალური განცხადება ხვალ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაკეთდება.
