პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი ხვალ ლაჩხუთში გასვლით სხდომას გამართავს.
გურიის რეგიონში განსახორციელებელ პროექტებზე დეპუტატებს ინფორმაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კობახიძე მიაწვდის.
რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციას კი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან ჩიტაიშვილი წარადგენს. კომიტეტის წევრები ქალაქ ლანჩხუთში მოსახლეობასაც შეხვდებიან.
კომიტეტის სხდომა ლანჩხუთში 31 მარტს 12:00 საათზე გაიმართება.
