არასამთავრობოებს შეიარაღებული ფორმირებების მონიტორინგზე საკუთარი რეკომენდაციები აქვთ
არასამთავრობოებს შეიარაღებული ფორმირებების მონიტორინგზე საკუთარი რეკომენდაციები აქვთ
16:42 30.03.2012
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შეიარაღებული ფორმირებების მონიტორინგსა და მის პრევენციაზე რეკომენდაციები შეიმუშავეს.
აღნიშნული რეკომენდაციები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ დახურულ შეხვედრაზე კოალიციის წარმომადგენლებსაც გააცნეს. შეხვედრაზე მათ შეიარაღებული ფორმირებების შექმნასთან დაკავშირებით „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას მიერ უშიშროების საბჭოსთვის მიწოდებული მასალები განიხილეს.
როგორც „ნიუსპრესს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანების უფლებებისათვის“ წარმომადგენელმა ნანა კაკაბეძემ განუცხადა, შეხვედრაზე აღნიშნული საკითხის მონიტორინგზე და პრევენციულ ღონიძიებებზე იმსჯელეს.
„ჩვენ კოალიციის წევრებს ჩვენი ხედვები შევთავაზეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია. ხელისუფლება მტკიცებულებების არქონაზე საუბრბოს, მაგრამ დამაჯერებლობა ნამდვილად იქნება თუ მასში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, ისინი თავიანთ ფონდებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი მონიტორინგის შედეგებს მიაწოდებენ“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ კაკაბაძემ.
მისი განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგები ობიექტური იქნება, რადგან ისინი ერთი პოლიტიკური ძალისგან განსხვავებული სუბიექტები არიან.
შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა და მას იარაკლი ალასანიაც ესწრებოდა.
სამომავლოს მსგავსი შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ისევ იგეგმება.


ბეჭდვა