პატარა დიღმის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გიორგი ყოჩიაშვილმა და ვაკე-საბურთლოს რაიონის გამგებელმა დავით ბურდულმა დაათვალიერეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პატარა დიღომში გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.
აღნიშნულ სამუშაოებს საგზაო კომპანია „გზამშენი 4“ ახორციელებს. გზის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება.
თბილისის მერია უახლოესი ორი წლის განმავლობაში დედაქალაქის ყველა უბანში შიდა კვარტალური გზების რეაბილიტაციის დასრულებას გეგმავს.
