პეტრე მამრაძემ თემურ ალასანიას მდიდრული ვილები გაიხსენა
პეტრე მამრაძემ თემურ ალასანიას მდიდრული ვილები გაიხსენა
15:34 30.03.2012
ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრმა პეტრე მამრაძემ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას მდიდრული ვილების შესახებ ინფორმაცია შეახსენა.
მამრაძის თქმით, “ვარდების რევოლუციამდე” ტელევიზიით თემურ ალასანიას მდიდრული ვილების ამსახველი მასალა გავრცელდა, რომელთაგან ერთი მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა.
დეპუტატის თქმით, მაშინ ის რიგითი საჯარო მოხელე იყო, მაგრამ გუნდის შიგნით მაინც დაიწყო განგაში, თუმცა, გუნდის პასუხი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს ამის თქმას ვერ გაუბედავდნენ.
მამრაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ალასანიამ ეს ვილები დაანგრია, რაც იმის საწინდარი უნდა ყოფილიყო, რომ სააკაშვილის რეჟიმი ელიტურ კორუფციას გაემიჯნებოდა.
“მიხეილ სააკაშვილი მაშინ სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა, რომლის სათავეში სოზარ სუბარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს კომისია აღარ შეიქმნა” – განაცხადა დეპუტატმა.

ბეჭდვა