„საქართველოს გზა „სამოქალაქო სოლიდარობის აქციას“ მხარს უჭერს
„საქართველოს გზა „სამოქალაქო სოლიდარობის აქციას“ მხარს უჭერს
15:01 30.03.2012
პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ ხვალ დაგეგმილ, „სამოქალაქო სოლიდარობის აქციას“ მხარს უჭერს.
„თითოეული ჩვენთაგანის ვალია პასუხისმგებლობით მივუდგეთ და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ადამიანის უფლებების, განათლების, უსაფრთხო გარემოს, თავისუფალი მედიის, სამართლიანი არჩევნების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში“ - განაცხადა პარტიის საერთაშორისო მდივანმა თეიმურაზ მურვანიძემ.
მურვანიძე მოქალაქეებს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ ამ ღონისძიებაში.
თბილისის ექვს მოედანზე ხვალ სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია დაიწყება.
სამოქალაქო სოლიდარობის აქცია თბილისის რამდენიმე მოედანზე ერთდროულად ჩატარდება - სააკაძის მოედანზე - ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მარჯანიშვილის მოედანზე - გარემოს დაცვის მოთხოვნით "მწვანე ალტერნატივა"; ავლაბრის მოედანზე - თავისუფალი მედიის მოთხოვნით "მედია კლუბი"; ვაკის პარკთან - განათლების უფლების მოთხოვნით თსუ-ს სტუდენტები; მრგვალ ბაღთან - სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით კამპანია "ეს შენ გეხება"; ხოლო თავისუფლების მოედანზე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოთხოვნით "ტფილისის ჰამქარი" შეიკრიბება.
აქცია 15:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათზე, გუდიაშვილის მოედანზე დასრულდება.



ბეჭდვა